რეზონანსი
05.03.2019

 (რეზონანსი) "დაღმასვლა და შევარდნაძის შეცდომების გამეორება" - ასე აფასებს "რესპუბლიკური პარტიის" ეროვნული კომიტეტის წევრი, დავით ბერძენიშვილი "ქართულ ოცნებაში" ირაკლი ღარიბაშვილის დაბრუნების საკითხს.

ბერძენიშვილი ბიძინა ივანიშვილს ედუარდ შევარდნაძის ბედის გაზიარებას უწინასწარმეტყველებს.

"ივანიშვილი იმეორებს გვიანმდელი შევარდნაძის, ლამის ყველა ნაბიჯს და ისევე დაამთავრებს, როგორც შევარდნაძემ დაასრულა"- განაცხადა დავით ბერძენიშვილმა "ნიუპოსტთან".

ირაკლი ღარიბაშვილი "ქართული ოცნების" პოლიტიკური მდივანი იქნება. ის მმართველ პარტიაში გია ვოლსკის შეცვლის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×