რეზონანსი
05.03.2019

 (რეზონანსი) ირაკლი ღარიბაშვილის დაბრუნება გახლავთ ძალიან ძლიერი სვლა იმიტომ, რომ იმ ჭორიკნებს, ვისაც ატაცებული ჰქონდათ თემა, რომ „ქართულ ოცნებას" ძველები ტოვებენ და მხოლოდ ახლები რჩებიან, გამოეცლებათ საფუძველი," - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა განაცხადა, რითაც ირაკლი ღარიბაშვილის დაბრუნებას გამოეხმაურა.

ქუცნაშვილის თქმით, ღარიბაშვილის დაბრუნება ერთი მხრივ, იყო მისივე სურვილი, ხოლო მეორე მხრივ, პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილება, რომ საზოგადოებისთვის ეჩვენებინა, მმართველ პარტიაში ძველებისა და ახლების ერთიანობა.

„ერთი მხრივ, ეს იყო ირაკლის სურვილი, მეორე მხრივ, ეს იყო პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილება, საზოგადოებისთვის ეჩვენებინათ, რომ „ქართული ოცნება" აერთიანებს ძველებსაც და ახლებსაც. ირაკლიზე ვერავინ იტყვის, რომ ის ახალია და მას არ აქვს დამსახურება. იგი პირველი დღიდან ჩვენი მოძრაობის ჩამოყალიბების საქმეშია. ასე რომ, მე მიხარია, მივესალმები და წარმატებას ვუსურვებ ამჯერად უკვე პარტიულ საქმიანობაში.

ეს გახლავთ ძალიან ძლიერი სვლა იმიტომ, რომ იმ ჭორიკნებს, ვისაც ატაცებული ჰქონდათ თემა, რომ „ქართულ ოცნებას" ძველები ტოვებენ და მხოლოდ ახლები რჩებიან, გამოეცლებათ საფუძველი და დაინახავენ, რომ ერთ-ერთი მთავარი ძველი სახე ბრუნდება პარტიაში სწორედ იმ პერიოდში, როცა პარტიას სჭირდება ძველ და ახალ თაობებს შორის თანხმობა", - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×