(რეზონანსი) პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ "ქართულ ოცნებაში" ახალი პარტიული თანამდებობა - პოლიტიკურ პარტიებთან ურთიერთობის მდივნის პოსტი დაიკავა.
ვოლსკი ირწმუნება, რომ პარტიაში პოლიტიკურ პარტიებთან ურთიერთობის მდივნის პოსტი მნიშვნელოვანია.
"ეს არ ეხება მხოლოდ გია ვოლსკის, როგორც მდივნის თანამდებობაზე შერჩეულ ადამიანს. ეს ყველას მოვალეობაა, მაგრამ ამ მიმართულებით კოორდინაცია არის საგანგებო მნიშვნელობის. ეს უახლოეს პერიოდში აქტუალური გახდება, როცა წინასაარჩევნო პერიოდი დაიწყება. არ შეიძლება მხოლოდ დაპირისპირებზე ვიფიქროთ - იქნებ არის ისეთი საკითხები, რომელიც ხელშესახებად მნიშვნელოვანია როგორც ერთი ასევე, მეორე მხარისათვის და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია სახელმწიფოსთვის", - განაცხადა გია ვოლსკიმ.
დღემდე გია ვოლსკის „ქართული ოცნების" პოლიტიკური მდივნის თანამდებობა ეკავა, თუმცა პარტიის პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, პოლიტიკური მდივნის პოსტს ყოფილი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი დაიკავებს.