რეზონანსი
05.03.2019

 (რეზონანსი) "ნაციონალური მოძრაობის" წევრის სალომე სამადაშვილის თქმით, „მკვდარი სულების დაბრუნება" ივანიშვილს პოლიტიკაში ყოფნას ვერ გაუხანგრძლივებს.

მისივე განცხადებით, „ქართული ოცნება" სრულიად გაკოტრებულია.

"ეს გამოჩნდა გუშინ, ჩანს ყოველდღიურად, როცა ყველა მიმართულებით სახელმწიფო პოლიტიკა არის შესული ჩიხში. ვხედავთ, რომ არანაირი გამოსავალი ივანიშვილს არ აქვს. მკვდარი სულების გაცოცხლება - ასე დავარქმევდი ღარიბაშვილის დაბრუნებას პოლიტიკაში და მკვდარი სულების გაცოცხლება ვერავის გაუხანგრძლივებს პოლიტიკურ სიცოცხლეს. ბიძინა ივანიშვილმა ამოწურა თავის ვადა და მისმა პოლიტიკურმა პროექტმაც „ქართული ოცნების" სახით,"- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×