რეზონანსი
05.03.2019

 (რეზონანსი) კიევში სპეცრაზმმა ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი დააკავა. კიევის პოლიციის პრესსამსახურის ინფორმაციით, დაკავება კიევის ცენტრში მდებარე რესტორანში მოხდა, სადაც კრიმინალური ავტორიტეტების შეხვედრა მიმდინარეობდა.

დაკავებულია ე.წ. კანონიერი ქურდი ლაშა ჯაჭვლიანი, რომელიც, სამართალდამცველების ინფორმაციით, კიევში უკრაინაში გავლენის სფეროების გადანაწილების საკითხის განსახილველად ჩავიდა.

მათივე ცნობით, რესტორანში შეკრებას, სადაც გავლენის სფეროებს ინაწილებდნენ, სწორედ ჯაჭვლიანი ხელმძღვანელობდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×