რეზონანსი
05.03.2019

 (რეზონანსი) ღარიბაშვილის დაბრუნებაზე ისე მეკითხებით, თითქოს ლენინი ბრუნდებოდეს რუსეთში,- ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, რომან გოცირიძე ირაკლი ღარიბაშვილის მმართველ გუნდში დაბრუნებას.

მისი თქმით, ღარიბაშვილის დაბრუნება არაფერს შეცვლის. თუმცა, მეორე მხრივ, ეს სერიოზულ განხეთქილებას გამოიწვევს.

"ღარიბაშვილის დაბრუნებაზე ისე მეკითხებით, თითქოს ლენინი ბრუნდებოდეს რუსეთში. რა შეიცვალა მისი მოსვლით ან წასვლით. ეტყობა ივანიშვილს უნდა, საკენკი გადაუყაროს ძველ გვარდიას. ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს.თუმცა, მისი დაბრუნება ალბათ,სერიოზულ განხეთქილებას გამოიწვევს", - განაცხადა გოცირიძემ.

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკაში ბრუნდება და პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" პოლიტიკური მდივნის თანამდებობას დაიკავებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×