რეზონანსი
05.03.2019

 ირაკლი ღარიბაშვილი "ქართულ ოცნებაში" ბრუნდება - ამის შესახებ ინფორმაციას საპარლამენტო კულუარებში ადასტურებენ. ინფორმაციას არ უარყოფენ ღარიბაშვილის ოჯახშიც. "პრაიმტაიმი" ყოფილი პრემიერის სიმამრს, თამაზ თამაზაშვილს დაუკავშირდა. მან ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ გავრცელებული ხმები არც უარყო და არც დაადასტურა.

"ჯერჯერობით მე ვერაფერს გეტყვით. არ ვარ თბილისში. ერთი კვირაა მთა-თუშეთში ვარ. რომ გითხრათ, რა ვიცი, იქნებ ჟურნალისტიც არ ხართ. დაელოდეთ", - განაცხადა თამაზ თამაზაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×