რეზონანსი
05.03.2019

 ჩოხატაურის მუნიციპალიტეტ სოფელ საჭამიასერის მკვიდრმა 30 წლის ახალგაზრდამ ა.ზ-მ თბილისში თავი მოიკლა. როგორც სოფლის რწმუნებულმა ელზა ზაქარეიშვილმა "გურიანიუსს" უთხრა, გარდაცვლილი დედაქალაქში ოჯახთან ერთად იმყოფებოდა.

"რამდენიმე წელია თბილისში ცხოვრობენ. ძალიან კარგი ბიჭი იყო და არაჩვეულებრივი ოჯახი ჰყავს. გაოგნებული ვართ ყველანი. არ ვიცით რა მოხდა, რატომ გადადგა ეს საშინელი ნაბიჯი. მხოლოდ ის ვიცით, რომ თვითმკვლელობის წინა დღეს თოკი უყიდია - სამრეცხაო ჰქონდათ და იქ მჭირდებაო.

გუშინ, ბავშვი წაუყვანია სკოლაში და უკან მობრუნების შემდეგ ჩამოუხრჩვია თავი. წერილი დაუტოვებია შვილისთვის, "მამა, მაპატიეო" - წერს", - თქვა ზაქარეიშვილმა.

გარდაცვლილი უკვე ჩამოასვენეს მშობლიურ სახლში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×