რეზონანსი
05.03.2019

 გავრცელებული ინფორმაციით, საბერძნეთში ატიკის ერთ-ერთ საავადმყოფოში შემოწმებების შედეგად დააკავეს საქართველოს სამი მოქალაქე, რომელიც კერძო ექთნად არაკანონიერად მუშაობდა. მათ არ აღმოაჩნდათ კვალიფიკაციის დამადასტურებელი საბუთები.

შემოწმება ჩრილოეთ ატიკის უცხოელთა დეპარტამენტის მიერ ღამის საათებში ჩატარდა, სწორედ ამ დროს საავადმყოფოში ქართველი ქალები მუშაობდნენ. გამომდინარე იქიდან, რომ პოლიციამ სამედიცინო განათლების დამადასტურებელი დიპლომის გარდა, თავად საავადმყოფოს თანამშრომელთა სიაც მოითხოვა, რომელშიც ისინი დარეგისტრირებულნი არ იყვნენ, ქართველები დააპატიმრეს.

აღსანიშნავია, რომ კლინიკებსა და საავადმყოფოებში უცხოელი ქალების არაკანონიერ მუშაობას ნეგატიური ეფექტი აქვს ქვეყნის სახელმწიფო სადაზღვევო სამსახურის შემოსავლებზე, რადგან მათზე არ გაიცემა ოფიციალური დასაზღვევო საბუთები და ქვითრები.

თითოეული დაკავებული ათენის პროკურატურაში გადაიყვანეს.

(ნაით.ჯი)

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×