რეზონანსი
04.03.2019

 ზუგდიდში ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა პირებმა „ნიკორას“ მაღაზია დააზიანეს და ადგილზე მყოფ პერსონალს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. შემთხვევა ​საჯვაროს უბანში, სოხუმის ქუჩაზე მოხდა.

როგორც "პირველი არხი" ადგილიდან იუწყება, მაღაზიის თანამშრომელი ორი გოგონა ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, მათ მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებათ.

შემთხვევის შემდეგ, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი რამდენიმე პირი ადგილიდან მიიმალა.

თვითმხილველების განცხადებით, შემთხვევა შელაპარაკების ნიადაგზე მოხდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×