რეზონანსი
04.03.2019

 იმერეთსა და კახეთში განსაკუთრებით გახშირებულია საცხოვრებელი სახლების ძარცვა. დაზარალდა ზესტაფონში სადისტრიბუციო კომპანიაც, რომლის ავტომობილსაც საბურავები ხალხმრავალ ადგილზე დახსნეს, რის გამოც მომმარაგებელი კომპანია 2000 ლარით დაზარალდა.

გახშირებული კრიმინალითაა შეწუხებული, ბოლო რამდენიმე კვირაა, იორმუღანლოს მოსახლეობაც. ადგილობრივები ყოველ დილით ყაჩაღური თავდასხმის ახალ ისტორიებს იგებენ. დღეს გამთენიისას კი ცნობილი გახდა, რომ ნიღბიანი ყაჩაღების მორიგი მსხვერპლი მარტოხელა მოხუცი გახდა, რომელსაც ძვირფასეულობასთან ერთად, წლების მანძილზე მოგროვებული 7000 ლარი წაართვეს.

ადგილობრივების თქმით, მხოლოდ ბოლო 4 დღეში შეირაღებული პირები 15-მდე ოჯახს დაესხნენ თავს. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს იარაღის მუქარით სახლებიდან ნივთები და სამკაულები გააქვთ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×