რეზონანსი
04.03.2019

 ცოტა ხნის წინ მთაწმინდის რაიონში სროლის ხმა ისმოდა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, პოლიციამ ყაჩაღობის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავა, რომელმაც დაკავების დროს სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწია. 

დამნაშავემ პოლიციელთა მისამართით ისროლა, საპასუხოდ პოლიციელებმა გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელეს.

შსს-ს განცხადებით, დაკავების პროცესში არავინ დაშავებულა. გამოძიება მიმდინარეობს ყაჩაღობის სსკ-ის 179 მუხლით.

(იმედინიუსი)

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×