(რეზონანსი) 10 მარტს პარტია "კანონი და სამართალი" ოფიციალურად დაფუძნდება. როგორც პარტიის დამფუძნებელმა თაკო ჩარკვიანმა განაცხადა, ახალი პარტია მემარჯვენე-ცენტრისტული იქნება და სადამფუძნებლო ყრილობაზე პარტიის სამოქმედო პროგრამის წარდგენა მოხდება.
"ძალიან საინტერესო პროგრამით და საინტერესო თანამოაზრეებით წარვდგებით საზოგადოების წინაშე. ჩვენ გვექნება ჩვენი შეთავაზებები დანარჩები ოპოზიციისადმი და ამაზე უფრო კონკრეტულად ყრილობაზე ვისაუბრებთ. ჩვენი საქმიანობის მთავარი მიმართულება იქნება ანტიკორუფციული კანონის რეალურად ამოქმედება და სასამართლო სისიტების რეფორმა. რადგან თუ სასამართლო სისიტემა დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი არ იქნება, ისევე როგორც ეს ქვეყანა კორუფციისგან არ გათავისუფლდება, ამ ურთულესი მდგომარეობიდან ვერასოდეს გამოვალთ", - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.
მისივე თქმით, ახალი პარტიის წევრები იქნებიან - უფლებადამცველი მიხეილ რამიშვილი, ქეთევან ენუქიძე, ვატო გელაშვილი, გიორგი ბასილაძე, ირაკლი ღლონტი, გიორგი ცობახია და ა.შ.
ახალი პარტიის პრეზენტაცია 10 მარტს, 15:00 საათზე გაიმართება.
2020NEWS