რეზონანსი
04.03.2019

 (რეზონანსი) გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე „ბავშვთა უფლებების კოდექსის" განხილვას არასამთავრობო ორგანიზაციები, სამღვდელოების წარმომადგენლები და დაინტერესებული პირები ესწრებიან.

პრეტენზიები და საკუთარი პოზიციები გამოთქვეს ეკლესიის წარმომადგენლებმა.

როგორც დეკანოზმა დავით მასურაშვილმა განაცხადა, თუ სკოლებში სექსუალური განათლება შევა, შესაძლოა, შვილები გაკვეთილზე არ გაუშვას.

„საბაზისო განათლებაზე რომ ვუთხრათ შვილებს უარი, ჩვენ - მშობლები დავისჯებით ამის გამო. ახლა არის მოძალება, რომ სექსუალური განათლება უნდა შევიდეს სკოლებში, ან ვიღაც ხატიები შემოიტანენ რაღაცას. თუ ეს, ჯვარი გვწერია, და სკოლებში განხორციელდა, ჩემს შვილებს არ გავუშვებ გაკვეთილზე. თუ საქმე ძალიან ცუდად წავა, შესაძლოა, სკოლაშიც არ გავუშვა და თვითონ მივცე მათ შესაბამისი განათლება. ასეთ შემთხვევაში, მე დავექვემდებარები შვილის ჩამორთმევას. როგორ უნდა განახორციელოთ ეს პრაქტიკაში, არ ვიცი" - განაცხადა დეკანოზმა დავით მასურაშვილმა.

პარლამენტში „ბავშვის უფლებათა კოდექსის" განხილვა მიმდინარეობს. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ფარგლებში მომზადებული საკანონმდებლო პაკეტი კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, დამსწრე საზოგადოებას უკვე გააცნეს.

 

 

1tv.ge

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×