რეზონანსი
04.03.2019

2019 წლის სექტემბრიდან შრომის ინსპექცია ყველა ტიპის კომპანიას შეამოწმებს.  შესაბამის ცვლილებას საქართველოს პრლამენტმა მხარი უკვე დაუჭირა. 

როგორც შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ბექა ფერაძემ განაცხადა, შემოწმება ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში განხორციელდება. 

„სიახლები, რაც კანონმა შემოგვთავაზა რამდენიმეა, თუ აქამდე ინსპექციის მანდატი მხოლოდ მომეტებული საფრთხის შემცველ კომპანიებზე ვრცელდებოდა, 1 სექტემებრიდან ეს ეკონომიკური საქმიანობის ყველა სექტორზე გავრცელდება. ასევე თუ გარკვეული დათქმები არსებობდა ვადებთან დაკავშირებით, ახალი რედაქციის მიხედვით ეს დათქმებიც გაუქმებულია“, - აღნიშნა ფერაძემ „საქმიანი დილაში“. 

მისივე ინფორმციით, დეპარტამენტი საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტრუქტურულ ერთეულად ჩამოყალიბდება და გაიზრდება შრომის ინსპექტორების რაოდენობაც. 

"შევიძინეთ სამხრე კამერები, ასევე ვმუშაობთ სოფთის პროგრამაზე, რომელიც მუდმივ რეჟიმში დააკავშირებს ინსპექტირების პროცესს ცენტრალურ ბაზასთან, იმისთვის, რომ მოხდეს გამჭვირვალე პროცესის ჩამოყალობება. ასევე ჩამოყალიბდება სამეთვალყურეო ბორდი, რომელის წინაშეც შრომის ინსპექცია იქნება ანგარიშალდებული“, - განაცხადა ფერაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×