რეზონანსი
04.03.2019

 (რეზონანსი) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ „თიბისი ბანკის" დამფუძნებელს მამუკა ხაზარაძეს უპასუხა.

ხაზარაძემ დღეს პარლამენტში განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არცევნების მეორე ტურის წინ შს მინისტრისგან მუქარის შემცველი წერილი მიიღო.

გახარიამ კი ხაზარაძის საპასუხოდ აღნიშნა, რომ ყველა აგებს პასუხს როგორც ვალდებულებეზე ისე საკუთარ სიტყვებზე:

„ეს იყო ერთი პლივილეგირებული ბიზნესმენის მცდელობა, პარლამენტის ტრიბუნიდან ჭორაობით იმუნიტეტის მოპოვების, მე წერილებს არ ვწერ, მე სატქმელს პირდაპირ ვეუბნები და პირში ყველას, მათ შორის იმ ხალხსაც ვისთანასც საქმიანი ურთიერთობა მაქვს. პრივილეგირებულობა ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს, ბიზნესში, შანტაჟის ენით საუბარუ უნდა გაქრეს, ყველას მოუწევს პასუხი აგოს როგორც თავის ვალდებულებებზე ისე თავის სიტყვებზე", - განაცხადა გახარიამ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×