რეზონანსი
04.03.2019

 (რეზონანსი) რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში სასურსათო მაღაზია, „ორი ნაბიჯი" გაქურდეს.

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.

ორმა პირმა მაღაზიის ფანჯარა დააზიანა საიდანაც ობიექტზე შეღწევა მოახერხეს, ქურდობის შემდეგ კი ტერიტორია რამდენიმე წამში დატოვეს.

მაღაზიის თანამშრომლის ინფორმაციით სალაროში თანხა არ იყო, თუმცა ობიექტიდან წაღებულია სიგარეტები.

მომხდარზე გამოძიება სსკ 177 მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.

ამ დროისთვის დამნაშავეები დაკავებულები არ არიან.

 

ინფო რუსთავი

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×