რეზონანსი
04.03.2019

 საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ცნობით, თბილისში, ბუდაპეშტის ქუჩაზე მიმდინარე საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, 4 მარტიდან 2თვის განმავლობაში ავტოტრანსპორტის მოძრაობა სრულად აიკრძალება.

კერძოდ, კანდელაკის და ბუდაპეშტის ქუჩების კვეთიდან ივ. ბერიტაშვილის და ბუდაპეშტის ქუჩების კვეთამდე.

"ლისის ტბიდან ივ. ბერიტაშვილის ქუჩაზე ტრანსპორტით გადაადგილება მხოლოდ

ადგილობრივი მოსახლეობისათვის იქნება ნებადართული. ხოლო, ლისის ტბის მიმართულებით ავტოტრანსპორტი იმოძრავებს ნუცუბიძის ქუჩაზე ვ. ჩიქოვანის ქუჩის გავლით საიდანაც გზას ივ. ბერიტაშვილის ქუჩაზე განაგრძობენ,"- წერია ინფორმაციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×