რეზონანსი
04.03.2019

 ტელეპროექტ „საქართველოს ვარსკვლავის“ გამარჯვებული ოთო ნემსაძე სცენიდან გადავარდა, რის შედეგადაც მომღერალმა ფეხი დაიზიანა. ინციდენტი მაშინ მოხდა, როცა ნემსაძე გულშემატკივრებთან ერთად ფოტოებს იღებდა.

ადგილზე გამოძახებულმა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მომღერალი საავადმყოფოში გადაიყვანა შესაბამისი გამოკვლევების ჩასატარებლად.  როგორც ,,პრაიმტაიმს" ნემსაძის მეუღლემ განუცხადა, მას დაჟეჟილობები აღენიშნება.

ოთო ნემსაძე წუხელ "საქართველოს ვარსკვლავის" გამარჯვებული გახდა. იგი ისრაელში, საქართველოს სახელით, ევროვიზიაზე  რომან გიორგაძის სიმღერით „სულ წინ იარე“ წარსდგება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×