რეზონანსი
04.03.2019

 რუსთავში, XI მიკრო-რაიონში, ბუნებრივი აირის ნამწვით 8 ადამიანი მოიწამლა, აქედან 7 ბავშვია.

არსებული ინფორმაციით ოჯახში ერთ-ერთი ბავშვი აბაზანაში იმყოფებოდა რა დროსაც წყლის გამაცხელებელიდან co-ს გაჟონვა მოხდა.

ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები გამოიძახეს. 7 პაციენტი რუსთავის ბავშვთა საავადმყოფოში, ხოლო ბავშვების ბებია ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

"ინფო რუსთავს" სამედიცინო დაწესებულებაში განუცხადეს, რომ პაციენტებს შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია და მათი მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×