რეზონანსი
04.03.2019

 ჩხუბი რუსთავში, აღმაშენებლის გამზირზე, ერთ-ერთი რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

არსებული ინფორმაციით, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცები სიტყვიერი შეურაცხყოფის შემდეგ ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

"დავინახე მამაკაცი რამდენიმე წუთი უგონო მდგომარეობაში მიწაზე იყო, ვიფიქრე ხომ არ გარდაიცვლა-თქო, თუმცა მოგვიანებით გონზე მოვიდა", - აცხადებს ერთ-ერთი თვითმხილველი "ინფო რუსთავთან".

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და კრიმინალური პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი. ადგილზე მისულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟს მამაკაცმა სამედიცინო მომსახურებაზე და კლინიკაში გადაყვანაზე უარი განუცხადა.

"ჩხუბის ფაქტი იყო, სიტუაცია განმუხტა პატრულმა, ერთი პირის მიმართ არის დაწყებული ადმინისტრაციული საქმის წარმოება. დაკავებული არავინ არ არის", - აცხადებენ შსს-ში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×