(რეზონანსი)"გვინდოდა საქართველოსთვის იგივე შემოსავალი დაგვებრუნებინა, რაც ჰქონდა 1988 წელს,ყველაზე მაღალი საბჭოთა წელს" - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა იტალიაში, ქალაქ რომში ქართველ ემიგრანტებთან შეხვედრის დროს განაცხადა.
"საქართველო დგას ორ რაღაცაზე, იმაზე რაც მე დავტოვე. ეს არის ტურიზმი, და 2,5-დან 3 მილიარდ დოლარამდე უცხოეთიდან გადარიცხვით.
ბოლო კაპიკებს იკლებთ თქვენ იმის მაგივრად, რომ თქვენი პროფესიით იმუშაოთ, პრაქტიკულად ადამიანებმა გადადეს თავი, გაწირეს იმისთვის, რომ შეინახონ თავისი ოჯახები ქვეყანაში. რა თქმა უნდა აქ არის ის ხალხი, ვინც ჩემ დროს წამოვიდა საქართველოდან, მაგრამ ჩვენ დროს უფრო მეტი ბრუნდებოდა, ვიდრე მიდიოდა.
ახლა, 2012 წლის შემდეგ, 1 მილიონი ადამიანია წამოსული საქართველოდან. ყველაზე შრომისუნარიანი, ყველაზე განათლებული, ყველაზე გონებაგახსნილი, ყველაზე პატრიოტი.
1 მილიონი ადამიანით ნაკლებია საქართველოში მაშინ როცა ჩემი გეგმა იყო 2010-2011 წელს, რომ ჩვენ დავუბრუნებდით საქართველოს იგივე შემოსავალ რაც ჰქონდა 1 სულ მოსახლეზე 1988 წელს, ყველაზე მაღალი საბჭოთა წელს. ჩემთვის პოტენციურად ეს იყო ზღვარი.
2012 წელს ჩვენ დავუბრუნდით საბჭოთა მაჩვენებელს. ჩვენი გეგმა იყო მიგრაციულად საქართველო ყოფილიყო მინიმუმ 5 ნახევარ მილიონიანი ქვეყანა ისევ", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.