რეზონანსი
03.03.2019

 (რეზონანსი) რომში, ერთ-ერთ სასტუმროში მიხეილ სააკაშვილისა და ემიგრანტების შეხვედრაზე აკრედიტებულ ჟურნალისტებს დასწრების საშუალებას არ აძლევენ.

მისი ინფორმაციით, თავდაპირველად, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერმა გიორგი სიგუამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ შეხვედრაზე დასწრებასა და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის კითხვების დასმას შეძლებდნენ, თუმცა მოგვიანებით განუცხადა, რომ შეხვედრაზე დასწრებას ვეღარ შეძლებდნენ.

ამის მიზეზად გიორგი სიგუა ასახელებს სასტუმროს ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას, რომელმაც შენობაში შესვლაზე შეზღუდვები დააწესა.

გავრცელებული ინფორმაციით, სააკაშვილთან შეხვედრაზე მხოლოდ ტელეკამერებს დაუშვებენ.

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად ემიგრანტები რომში იკრიბებიან.

მოძრაობა „ერთად სახლშის" ორგანიზებით შეხვედრა რომში, რესპუბლიკის მოედანზე, ერთ-ერთ სასტუმროში გაიმართება.

 

"მარშალპრესი"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×