რეზონანსი
03.03.2019

 (რეზონანსი) "ახლა საყოველთაო გახდა კორუფცია. სააკაშვილის დროს რამდენიმე კაცი აკეთებდა ფულს. ახლა ვისაც შეუძლია, ყველა აკეთებს ფულს", - აღნიშნა  "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში თბილისის მერობის ყოფილმა კანდიდატმა, ალეკო­ ელისაშვილმა.

"ყველა სახელმწიფო უწყება კორუფციაშია ჩაფლული. მეათეხარისხოვან ჩინოვნიკებს იჭერენ და სინამდვილეში ხელმძღვანელი პირები თავით არიან გადაშვებული კორუფციაში. შევარდნაძის დროს რომ იყო, იმისგან თითქმის აღარც განსხვავდება. ასე აშკარად და უტიფრად ითბ­ობენ ხელს. ზედა და საშუალო რგოლებია გახრწნილი. ზედა რგოლში პირდაპირ არის აღებმიცემობა გაჩაღებული. 

ვინც როგორ ახერხებს, ისე აკეთებს ფულს და ძარღვიც არავის უტოკდება. მთავარია, ივანიშვილს არ მოჰპარო, თორემ ხალხის ფული რამდენიც გინდა, იმდენი ჭამე", - განაცხადა ელისაშვილმა.

 

"კვირის პალიტრა"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×