რეზონანსი
03.03.2019

 მირანგულა ჯაჭვლიანმა, გავრცელებული ინფომაციით, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ის ტელეკომპანია "თრიალეთზე" ერთ-ერთი გადაცემის თანაწამყვანი იყო. შემთხვევა თბილისში, აეროპორტის დასახლებაში მოხდა. გარდაცვლილის მეგობარი ამბობს, რომ სუიციდის მიზეზი უცნობია.

"დილით მირანგულამ დაწერა სტატუსი და არა – სუიციდამდე რამდენიმე წუთის წინ, როგორც ამას მედია-საშუალებები ავრცელებენ. მისი მეგობრები არ შევდივართ "ფეისბუქზე", ამიტომაც არ გვინახავს… დილით სტატუსი დაწერა “hello new world” და საღამოს თავი მოიკლა.

ცხედარი დედას არ უნახავს, ეს ტყუილია, ვერც ნახავდა ფიზიკურად, რადგან ბაღი ჩაკეტილი იყო, ღობეზე მე გადავძვერი და მე ვნახე, შემდეგ ბაღის გასაღებს ვიცოდი, სადაც ინახავდა და გავაღე, მერე უბნიდან ხალხიც მოგროვდა და გამოვასვენეთ ცხედარი. არავის გამო მოუკლავს თავი, ბოლოს ძალიან ბედიერი იყო, ახალი სამსახურიც დაიწყო და არავის არაფერი შეგვიმჩნევია, იმდენი კითხვის ნიშანი დაგვიტოვა ყველას, არ ვიცი, რა ვთქვა. არავინ არაფერი ვიცით საერთოდ. ეს არის სინამდვილე, დანარჩენი ყველაფერი ტყუილი დაიწერა და იმედი მაქვს ეს არარ განმეორდება", – აცხადებს დრონი.ჯი-სთან მირანგულას მეგობარი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×