რეზონანსი
03.03.2019

 ტექნიკის მაღაზია "მეტრომარტმა" საკუთარი მომხმარებლები შეცდომაში შეიყვანა - ქალბატონებმა გუშინ მოკლე ტექსტური შეტყობინებები მიიღეს, სადაც აღნიშნული იყო, რომ დედის დღესთან დაკავშირებით "მეტრომარტი" მათ 20-ლარიან ვაუჩერს გადასცემდა.

ადგილზე მისულ მოქალაქეებს კი სულ სხვა ვითარება დახვდათ. მათ განუცხადეს, რომ 20-ლარიან ვაუჩერს მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიყენებდნენ, თუ ისინი ტექნიკის მაღაზიაში 70 ლარის ღირებულების საქონელს შეისყიდიდნენ.

"მოვედით და პასუხი დაგვხდა რა, პასუხი არის ის, რომ უნდა ვიყიდოთ 70 ლარის ღირებულების საქონელი რომ დააკლონ ის 20 ლარი. ვეუბნები, იქნებ 40 ლარის, ხომ შეიძლება არა? - არა, მხოლოდ და მხოლოდ 70. ეს არის აბსურდი, ეს არის ხალხის დაცინვა", - აცხადებს "კურიერთან" ერთ-ერთი მოქალაქე, რომელმაც "მეტრომარტის" შეტყობინება მიიღო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×