რეზონანსი
03.03.2019

 ბათუმში დაჭრის ფაქტზე პოლიციამ ხუთი პირი დააკავა. გამოძიება მიმდინარეობს სსსკ-ის 117-ე (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება), 236 ( ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა) და 239-ე (იარაღით ჩადენილი ხულიგნობის) მუხლებით. დანაშაული 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან წუხელ ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. შედეგად, ორი ადამიანი – ქალი და მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, საავადმყოფოსთან დაპირისპირება ორი პაციენტის მნახველებს შორის მოხდა.

ორივე დაჭრილი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში რჩება. მათ ოპერაცია ჩაუტარდათ.

ექიმების ინფორმაციით, დაჭრილების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×