რეზონანსი
02.03.2019

 (რეზონანსი) გორში მომხდარ სროლასთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი.

"ნიუპოსტის"კორესპონდენტის ცნობით, ახალგაზრდა რომელმაც გორის ცენტრში იარაღიდან გაისროლა საქორწინო ცერემონიალის მონაწილე იყო.

შემთხვევა გორში სასტუმრო "ინტურისტის" წინ ცოტა ხნის წინ მოხდა. ფაქტზე გამოძიება შსს-მ დაიწყო.

შსს-ს ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა გორში შეაჩერეს მოქალაქე, რომელმაც სავარაუდოდ ჰაერში იარაღიდან გაისროლა.

"მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ს 236-ე მუხლის III და IV ნაწილებით დაიწყო, იარაღზე დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები"- განაცხადეს შსს-ში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×