რეზონანსი
02.03.2019

 (რეზონანსი) სლოვაკეთის საელჩო ქართული საბჭოთა ფილმის, „რაჭა, ჩემო სიყვარულო" მეორე ნაწილის გადაღებით დაინტერესდა. Imedinews-ს დიპლომატიური წარმომადგენლობის პრესსამსახურში განუცხადეს, რომ ფილმის გადაღება სლოვაკეთისა და საქართველოს ტურისტული პოტენციალის გაცნობის მიზნით გადაწყვიტეს.

ამავე წყაროს ინფორმაციით, საელჩო კომედიური ჟანრის ფილმისთვის საჭირო ფინანსური რესურსების მოძიებისთვის მუშაობს - სწორედ ამიტომ, უცნობია, როდის დაიწყება გადაღებები, თუმცა სცენარი უკვე მზადაა.

დიპლომატიური წარმომადგენლობა ასევე არ ახმაურებს „რაჭა, ჩემო სიყვარულო" მეორე ნაწილის რეჟისორისა და მსახიობების ვინაობას.

დამატებით დეტალებზე სლოვაკეთის საელჩო ფინანსური რესურსის მოძიების შემდეგ გაავრცელებს ინფორმაციას.

ფილმის „რაჭა, ჩემო სიყვარულო" პრემიერა 1977 წლის 8 ივლისს გაიმართა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×