რეზონანსი
02.03.2019

 (რეზონანსი) კასპის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სკოლაში მომხდარი სისხლიანი დაპირისპირების ფაქტზე დაკავებულ მოზარდს ბრალი წარედგინა.

ბრალდების მხარე მას სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის მიხედვით, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას ედავება.

მოზარდის ადვოკატი, იოსებ გაბარაევი საქმის დეტალებზე არ საუბრობს. მისი განცხადებით, 16 წლის ახალგაზრდა გამოძიებასთან თანამშრომლობს.

სკოლის მოსწავლეებს შორის დაწყებული კამათი ორი დღის წინ სისხლიანი გარჩევით დასრულდა. კონფლიქტი საკლასო ოთახში დაიწყო. ერთ-ერთმა მოსწავლემ თანაკლასელი, სავარაუდოდ, ცივი იარაღით დაჭრა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×