რეზონანსი
02.03.2019

 (რეზონანსი) ჭყონდიდის მიტროპოლიტი, მეუფე პეტრე ცაავა ე.წ. ციანიდის საქმის მსჯავრდებულის, დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებას იწონებს და აცხადებს, რომ საპატრიაქროს ამ თემაზე უფრო ადრე უნდა ემსჯელა.

მეუფე პეტრე ასევე ამბობს, რომ დეკანოზი მამალაძე სინანულს განიცდის და მისთვის, როგორც სინოდის წევრისთვის, ეს სინანული მისაღებია.

„ვინც შევიდა, თვალებში ჩახედა და მისგან მოისმინა და არსებული შეკითხვები დაუსვა და პასუხი მიიღო, შეუძლებელია, ვის გავიხსენებთ, გარდა რაღაც სამარცხვინო ზონდერული დამოკიდებულებისა სასულიერო პირთაგან, რომლებიც ჭორებს და ცილისწამებებს ავრცელებდნენ. თვითონაც ძალიან ნანობს, თუნდაც, იმ დამოკიდებულებას, იმ მდგომარეობას, რაც გასაჯაროვდა დაჩეხილი, ამოჭრილი და დამონტაჟებული ჩანაწერებით, რომელიც არასრულყოფილი იყო.

სინანულს გამოხატავს, რომ ასე ადვილად წამოეგო ამ აგენტ-პროვოკატორის პროვოკაციას და ასე დარტყმის ქვეშ, ასეთ უხერხულობაში ჩააგდო მთელი ეკლესია და საზოგადოება. თავიდანვე ჰქონდა გამოხატული და ჩემთვის, როგორც სინოდის წევრისთვის, მისაღებია ეს სინანული მისგან," - განაცხადა მეუფე პეტრემ "კურიერთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×