რეზონანსი
02.03.2019

 (რეზონანსი) დღეს დილით ზუგდიდის "ლიბერთი ბანკის" ფილიალის ინკასატორის ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრასთან დაკავშირებით „პრაიმტაიმისთვის" დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი.

როგორც ირკვევა, თავდამსხმელებმა ფილიალის ინკასატორის დაყაჩაღებამდე, ჯერ მოქალაქე ჯ.ა. დააყაჩაღეს, წაართვეს მას კუთვნილი „ვოლვოს" მარკის ავტომანქანა და იგი წებოვანი ლენტით ხელ-ფეხშეკრული იქვე დააგდეს. სწორედ ამ წართმეული ავტომანქანიდან დაჭრეს ინკასატორი, რა დროსაც მას ბანკში მოთხოვნილი თანხა შეჰქონდა. საქმეში, სავარაუდოდ ფიგურირებს სამი პირი. ისინი იყვნენ ნიღბებში.

"პრაიმტაიმის" ინფორმაციით, თავდამსხმელებმა წაიღეს ბანკის ფილიალის მიერ მოთხოვნილი თანხა, დაახლოებით 33 ათასი ლარი. მოქალაქე ჯ.ა, რომელსაც ავტომანქანა წაართვეს „პრაიმტაიმის" ცნობით, იმყოფება ზუგდიდის პოლიციის სამმართველოში დაკითხვაზე.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბანკის ფილიალზე თავდამსხმელები უკვე გადავიდნენ გალის ტერიტორიაზე.

შსს-ში აცხადებენ, რომ დეტალებზე მოგვიანებით გაავრცელებენ ინფორმაციას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×