რეზონანსი
02.03.2019

 (რეზონანსი) "დღევანდელი ხელისუფლება თავიდან ბოლომდე გაკოტრებულია. ის გადავიდა ლპობის ბოლო სტადიაში", - ამის შესახებ განცხადებას "ქართული მარშის" ლიდერი სანდრო ბრეგაძე აკეთებს.

ყველა ხელისუფალი, რომელიც აქამდე მიიყვანს ხოლმე საქმეს, ძალიან ბევრ შეცდომას უშვებს. ასეთ შეცდომებს უშვებდა შევარდნაძე მაშინ, როცა თავიდან ბოლომდე გაექცა მართვის სადავეები ხელიდან. სააკაშვილსაც იგივე დაემართა, როდესაც "ნაციონალური მოძრაობა" ლპობის სტადიაში შევიდა.

მმართველს ჭკვიანი მხოლოდ მაშინ შეიძლება ეწოდოს, როცა ხელისუფლებას ლპობის სტადიამდე არ მიიყვანს. თუ მაინც მივიდა ლპობის სტადიამდე საქმე, მაშინ უბრალოდ უნდა დაიხუროს ქუდი და წავიდეს", - ამბობს ბრელაძე "ახალ თაობასთან".

მისივე თქმით, "ივანიშვილს მართვის სადავები სრულად გაექცა".

"ბიძინა ივანიშვილს მართვის სადავები სრულად გაექცა. ის ცხოვრობს რაღაც ვირტუალურ გარემოში, რომელსაც მას გოგა ხაინდრავა, ლაშა ნაცვლიშვილი, ნიკუშა შენგელაია და ასეთი ტიპები უქმნიან. ამ ყალბი გარემოს გავლენის ქვეშ მყოფ "ოცნების" ლიდერს ჰგონია, რომ მას ისევ ნდობის მაღალი ხარისხი აქვს. იმასაც კი ვეღარ ხვდება, რომ ამ ქვეყანაში რაღაც არის შესაცვლელი. მას ჰგონია, რომ პარტიიდან თუ ვინმეს გააგდებს და მის ნაცვლად სხვას მოიყვანს, ხალხისთვის ეს საინტერესო და სიკეთის მომტანი იქნება. ხალხს ნაკლებად აინტერესებს, ვინ იქნება ივანიშვილის კარზე პირველი ნომერი, თალაკვაძე თუ ზარდიაშვილი", - დასძენს ბრეგაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×