რეზონანსი
02.03.2019

 (რეზონანსი) ზუგდიდში „ლიბერთი ბანკის" ინკასაციის მანქანაზე თავდასხმის დროს დაჭრილ ინკასატორს სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა.

როგორც ექიმები აცხადებენ, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ზუგდიდში, გამსახურდიას ქუჩაზე „ლიბერთი ბანკის" ინკასაციის მანქანას რამდენიმე ნიღბიანი, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული პირი დაესხა თავს. ინკასატორებმა თავდამსხმელებს წინააღმდეგობა გაუწიეს, რა დროსაც ერთ-ერთი მათგანი დაიჭრა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. სამართალდამცველები შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×