რეზონანსი
02.03.2019

 (რეზონანსი) "ე.წ. ციანიდის საქმეში მართლმსაჯულება არ აღსრულდა" - ამის შესახებ განცხადებას ჭყონდიდის მიტროპოლიტი, მეუფე პეტრე ცაავა აკეთებს.

მეუფე პეტრე იმედოვნებს, რომ მამა გიორგი მამალაძის საკითხს წმინდა სინოდი უახლოეს დღეებში განიხილავს.

„რაც შეეხება პროკურატურას და გამოძიებას, ის, რომ მამაოს საქმეში მართლმსაჯულება არ აღსრულებულა, ერთმნიშვნელოვნად ამას მე, პირადად, მთელი პასუხისმგებლობით ვამბობ. გავიხსენებდი ვაჟკაცი, პატიოსანი, კავკასიელი ადამიანის მაჩალიკაშვილის დამოკიდებულება აქვს, როდესაც მისი შვილის მკვლელობაზე ჰკითხეს, სანამ ეს ხელისუფლება არ შეიცვლებაო, ეს საქმეო...

"დიდი იმედი მქონდა, როდესაც მთავარი პროკურორი გადადგა, რომელსაც ასევე პასუხისმგებლობა ჰქონდა ამ საქმეში, რომ მაღალ სასულიერო იერარქად ქალბატონს მისახელებდა და პასუხი არ გაუცია, ისე წავიდა, შემდეგ ახალმა მთავრმა პროკურორმა თქვა, რომ აი, ჩვენი გამოწვევა არის ნდობის აღდგენა, იგივე ჰქონდა სასამართლოს დამოკიდებულება. ციანიდის საქმეში შეიძლებოდა, როგორც ერთს, ისე მეორე ინსტიტუციას აღედგინა ნდობა, მაგრამ დღემდე ვხედავთ, რომ ამ კუთხით არ დაძრულა. მივანდოთ უფალს, მაგრამ მთავარია, რომ წმინდა სინოდმა განიხილოს და ვიცოდეთ ამ ადამიანის მიმართ, რომ ის ამ საქმეში, კონკრეტულ ბრალში არის აბსოლუტურად უდანაშაულო," - განაცხადა მეუფე პეტრემ "კურიერთან".

დეკანოზის შეწყალების შესახებ რეკომენდაციას, სავარაუდოდ, წმინდა სინოდი უახლოეს სხდომაზე მიიღებს, მაგრამ შეკრების თარიღი უცნობია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×