რეზონანსი
02.03.2019

 (რეზონანსი) "პატრიოტთა ალიანსის" წევრ ემზარ კვიციანის განცხადებით, ნიკა მელია კარგი პიროვნებაა, თუმცა მისივე თქმით "თავი გაინადგურა" მას შემდეგ, რაც ის "ნაციონალური მოძრაობის" წევრი გახდა.

"ნიკა მელია 2012-ში შევიდა ნაციონალებში, გმირია, დაქცეულ პარტიაში შევიდა, ანუ თავი გაწირა. ნიკა მელია სხვაგან, რომ ყოფილიყო, ნორმალური ბიჭია, ეს ნაციონალების იარლიყი რომ მიიკერა, ამით გაინადგურა თავი. მე ნიკასთან არანაირი პრეტენზია არ მაქვს", - განაცხადა ემზარ კვიციანმა "პალიტრანიუსი"-ს ეთერში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×