რეზონანსი
02.03.2019

 (რეზონანსი) პოლიტიკური პარტია "კანონი და სამართალი"-ს დამფუნებელ თაკო ჩარკვიანის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოვა და დააკავებენ, ის ქუჩაში გავა და გააპროტესტებს. ამის შესახებ მან "პრაიმტაიმი"-ს გადაცემა "თავისუფალ სივრცეში" სტუმრობისას განაცხადა.

მისივე თქმით, ის დღევანდელ სასამართლო სისტემას არ ენდობა და მიიჩნევს, რომ აუცილებელია იყოს კოალიციური მთავრობა, სადაც ოპოზიციას ექნება უფლება დანიშნოს მთავარი პროკურორი.

ჩარკვიანი ამბობს, რომ მურუსიძის გასასამართლებელი პრეზიდენტები საქართველოს არ ჰყავს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×