რეზონანსი
02.03.2019

 ზუგდიდში, გამსახურდიას გამზირზე „ლიბერთი ბანკის“ ინკასაციის მანქანა დააყაჩაღეს. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, მათ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან არაერთი გასროლის ხმა გაიგეს. ინკასატორს ორი პირი მაშინ დაესხა თავს, როდესაც ფული გადაქონდა. თავდამსხმელებმა ფულის წაღება შეძლეს. გატაცებული თანხის ზუსტი ოდენობა ჯერჯერობით უცნობია.

 შემთხვევის შედეგად დაიჭრა ერთი ინკასატორი, რომელიც ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ექიმის ინფორმაციით, მამაკაცს ჭრილობა ქვედა კიდურის არეში სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული. მისი მდგომარეობა სტაბილურია და შესაბამისი მკურნალობა უტარდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×