რეზონანსი
02.03.2019

 ზუგდიდში, ზ. გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე "ლიბერთი ბანკის" ფილიალთან სროლა იყო. გასროლის შედეგად დაჭრილია ინკასატორი.

შემთხვევა დილის 9 საათზე მაშინ მოხდა, როცა ინკასატორი ბანკის შენობაში შედიოდა. თვითმხილველების ინფორმაციით, რამდენიმე გასროლის ხმა გაიგეს.

ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, სულხან ორჟონიას ინფორმაციით, დაჭრილის მდგომარეობა სტაბილურია.

"შემოყვანილია მამაკაცი, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით წვივის არეში,მდგომარეობა სტაბილურია, უტარდება შესაბამისი მკურნალობა", - განაცხადა ორჟონიამ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×