ჩერნოვეცკის ფონდმა ორგანიზაცია გაუკეთა 82 წლის ბეჟან ჯოხაძისა და 81 წლის კლარა გეგეშიძის ქორწინების კურთხევას, რომლებმაც ოჯახი 40 წლის წინ შექმნეს. ბეჟან ჯოხაძე პროფესიით ენერგეტიკოსია, ხოლო მისი მეუღლე - ტექნოლოგი. მთელი შეგნებული ცხოვრება ისინი მუშაობდნენ წამყვან საწარმოო ორგანიზაციებში, ხელმძღვანელობდნენ მნიშვნელოვან პროექტებს, დაიმსახურეს საზოგადოების პატივისცემა და სიყვარული. მოხდა ისე, რომ შვილები მათ არ ჰყავთ, ხოლო ხანდაზმულობის ჟამს უამრავმა ავადმყოფობამ იჩინა თავი.
ბეჟანმა გადაიტანა ინსულტი, მიჯაჭვულია საწოლს, დაავადებულია კანის ინფექციით, ხოლო მის მეუღლეს აღენიშნება გულის უკმარისობა.
ჩერნოვეცკის ფონდის მედპერსონალი სისტემატურად აკონტროლებს მათი ჯანმრთელობის მდგომარეობას, უტარებს სამედიცინო პროცედურებს, ამარაგებს მედიკამენტებით.
"ძალიან დიდი ხანია ერთად ვცხოვრობთ, თუმცა ჯვარი არ გვქონდა დაწერილი. ძალიან განვიცდიდი ყოველივე ამას და ახლა ნამდვილად რომ ბედნიერი ვარ", - განუცხადა "ნიუპოსტს" ქალბატონმა კლარამ.