რეზონანსი
02.03.2019

 ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ორი გორელი მამაკაცი დაშავდა. სოფელ დოესთან ავტომობილი ამობრუნდა.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ორი მამაკაცი დაშავდა - ბიძა და ძმიშვილი სასწარფო სამედცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. 27 წლის ძმიშვილი ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება - მას თავის ტრავმა აღენიშნება

რადიო "მოზაიკას" ცნობით, ბიძა და ძმისშვილი მსუბუქი ავტომანქანით მოძრაობდნენ, რა დროსაც მანქანის საბურავები მწყობრიდან გამოვიდა და მანქანა ამობრუნების შემდეგ, ხევში გადავარდა.

დაშავებული მამაკაცები გორელები არიან. ისინი გორში, ერთი თვის წინ მომხდარი ავარიისას დაღუპული შუხნის მამაკაცის ოჯახის წევრები არიან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×