რეზონანსი
02.03.2019

 გაზის გაჟონვით გარდაცვლილი ანი ჯაფარიძის მშობლიური ვანის მეორე საჯარო სკოლა სპეციალურ მიმართვას აქვეყნებს:

"ორი დღეა ვდუმვართ, ორი დღეა ყველა კუთხეში ცრემლებს ვიწმენდთ მასწავლებლები, მოსწავლეები, ყველა ბედნიერს, გაღიმებულს და უსაშველოდ ლამაზს გიხსენებთ, ან…

გაფრინდი ამ საშინელი სამყაროდან, უსასრულობას შეერიე. გვიყვარხარ და გვაკლიხარ, გეფერებით და ვგლოვობთ შენს უმანკო, ულამაზეს სიცოცხლეს. საოცარ, სულისშემძვრელ სილამაზეს ანი ჯაფარიძე ჰქვია, გულწრფელ, უსაშველოდ მიამიტ ღიმილსაც ანი ჯაფარიძე ჰქვია, მარადიულობისკენ გაფრენილი ანგელოზიც ანიაა".

შეგახსენებთ, რომ შემთხვევა თბილისში, კნოლევის ქუჩაზე მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი არასწორად დამონტაჟებული გამათბობელი "ნიკალა" გახდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×