სკოლის მოსწავლეებს შორის დაწყებული კამათი სისხლიანი გარჩევით დასრულდა. დაპირისპირება წინა დღით საკალათბურთო მოედანზე დაიწყო და მეორე დილით ადრე სწავლის დაწყებამდე სკოლის შენობაში გაგრძელდა. ე.წ. საქმის გარჩევა საკლასო ოთახში მოხდა, რასაც რამდენიმე თვითმხილველი ჰყავდა, რომლებმაც კონფლიქტის მონაწილეები გააშველეს.
მდგომარეობა მაინც ვერ განეიტრალდა და ბოლოს ერთ-ერთმა მოსწავლემ თანაკლასელი ცივი იარაღით დაჭრა. დაჭრილი კლინიკაში მოათავსეს. ის ამ დროისთვის კი უკვე სახლში იმყოფება. რაც შეეხება ეჭვმიტანილს, ის სამართალდამცველებმა დააკავეს.
მშობლებმა დაჭრის ფაქტის შესახებ მათ მას შემდეგ გაიგეს, რაც დაჭრილი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს და მომხდარის შესახებ სამართალდამცველებმა აცნობეს.
„დარეკეს, ბავშვი ასეაო. წამოვედი გულგახეთქილი, როგორ მოვედი, არ ვიცი. ბავშვი საწოლში იწვა,“ - აცხადებს მოსწავლის მშობელი. ინციდენტის შესახებ სკოლის ადმინისტრაცია და შინაგან საქმეთა სამინისტრო განმარტებებს არ აკეთებენ.