რეზონანსი
01.03.2019

 (რეზონანსი) "ჩემი ცოლის დაქალების" მსახიობ ანა ჩირაძეს, სავარაუდოდ პატრულის შეურაცხყოფის გამო, 1200 ლარის ოდენობით ჯარიმის გადახდა დაეკისრა.

ანი ჩირაძე "პრაიმტაიმთან" ინფორმაციას არ ადასტურებს, თუმცა ამბობს, რომ შეურაცხყოფას დაუმსახურებლად არავინ იღებს. მისი თქმით ის სასამართლოში მეგობარს მიყვა.

ანი ჩირაძე სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად სცნო. კონკრეტულად რა ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის სცნეს ის დამნაშავედ, ამის შესახებ სასამართლოც და შსს-ც ამ დრომდე კომენტარს არ აკეთებენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×