რეზონანსი
01.03.2019

 (რეზონანსი) გიორგი მამალაძემ მითხრა, რომ ბრძოლას აპირებს. ეს ადამიანი ამბობს, რომ მას ეკუთვნის გარეთ ყოფნა და რომ ეს საქმე შეკერილია, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ გლდანის ციხეში დეკანოზ გიორგი მამალაძის მონახულების შემდეგ განაცხადა.

ელენე ხოშტარიას თქმით, შეხვედრაზე დეტალურად ისაუბრეს იმ დარღვევებზე, რაც ე.წ. ციანიდის საქმეშია დეკანოზ გიორგი მამალაძის წინააღმდეგ.

„ვიზუალურად ვნახე რომ წართმეული აქვს მარჯვენა მხარე და საკმაოდ რთულ მდგომარეობაშია. მან თავად მითხრა, რომ ღუდუშაურის კლინიკიდან გადმოყვანა საეჭვოდ მოხდა და არ უნდა მომხდარიყო. მისი თქმით, ეს ნაბიჯი მისი და მკურნალი ექიმის ნების წინააღმდეგ მოხდა. ანუ გაუგებარია რატომ გადმოიყვანეს.

ჩვენ დეტალურად ვისაუბრეთ ყველა იმ დარღვევაზე, რაც ამ საქმეშია. ვისაუბრეთ ძალიან კონკრეტულ დარღვევებზე თუ როგორ იქცეოდა პროკურატურა, როგორ არ კეთდებოდა ექსპერტიზები. მან მითხრა, რომ ბრძოლას აპირებს. ეს ადამიანი ამბობს, რომ მას ეკუთვნის გარეთ ყოფნა და რომ ეს საქმე არის შეკერილი", - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

დეპუტატი მსჯავრდებულ დეკანოზს სასჯელაღსრულების მე-18 დაწესებულებაში დაახლოებით საათნახევრის განმავლობაში ხვდებოდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×