რეზონანსი
01.03.2019

 (რეზონანსი) თბილისის საქლაქო სასამართლოში ამ წუთებში, "ჩემი ცოლის დაქალების" მსახიობ ანი ჩირაძის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ერთ-ერთმა პირმა განუცხადა, მსახიობმა პატრულის თანამშრომელს შეურაცხყოფა მიაყენა, კერძოდ კი, შეაგინა.

თავის მხრივ, მსახიობმა "ინტერპრესნიუსის" კითხვაზე, თუ რატომ იმყოფება სასამართლოში, განაცხადა, რომ კომენტარის გაკეთება არ სურს და რომ „მეგობარს მოყვა".

„ინტერპრესნიუსი" შინაგან საქმეთა სამინისტროსაც დაუკავშირდა, თუმცა უწყებაში კომენტარი არ გააკეთეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×