რეზონანსი
01.03.2019

 (რეზონანსი) ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე მეუფე ანტონმა ციხის საავადმყოფოში მოინახულა. შეხვედრიდან გამოსულმა მეუფემ განაცხადა, რომ საპატრიარქო ფაქტობრივად მზად არის დეკანოზის შეწყალების მოთხოვნის წასაყენებლად.

„მივიჩნევ, რომ ვალდებულები ვართ, საკითხი გადაწყდეს შიგნით, ჩვენ ვალდებულები ვართ და ამის შესაძლებლობაც გვაქვს. იმიტომ უნდა განვიხილოთ ეს საკითხი, რომ ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს ამ ტემის ირგვლივ მითქმა-მოთქმა და სპეკულაციები. ეს არის შიდა საკითხები, რომელსაც განვიხილავთ. საპატრიარქო ყველაფრისთვის არის მზად, ნაბიჯი გადაგას შეწყალების მოთხოვნასთან დაკავშირებით, ყველაფრისთვისა რის საპატრიარქოც და მღვდელმთავრებიც მზად.

დეკანოზი ძალიან ჯანსაღ და კარგ პოზიციაზეა, თქვენც იხილავთ მალე, რომ ჩვენ გადავდგამთ ისეთ ნაბიჯს, რომ იგი იქნება რა თქმა უნდა შეწყალებული, მოთხოვნა გაკეთდება. ვფიქრობ, რომ პრეზიდენტი გადადგამს ამ ნაბიჯს. თვითონ მსჯავრდებული იტყვის ყველაფერს, მე არ მინდა დავასწრო მოვლენებს, ჯანმრთელობა არ უწყობს ხელს, მაგრამ უიმედო სიტუაცია არ არის, აუცილებლად გამოჯანმრთელდება, საპატრიარქო ფაქტიურად მზად არის, რომ შეიწყალოს", - განაცხადა მეუფე ანტონმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×