რეზონანსი
01.03.2019

 (რეზონანსი) თიანეთში პოლიციის ინსპექტორ-გამომძიებელი გარდაიცვალა. „პრაიმტაიმის" ადგილობრივი კორესპონდენტის ცნობით, შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც პოლიციის თანამშრომლები ერთ-ერთ ავტომობილს ამოწმებდნენ.

ამ მომენტში, გზად დიდი სისწრაფით მიმავალი ავტომობილი ქვეითად მყოფ პოლიციელებს დაეჯახა, შედეგად კი 35 წლის პოლიციელი, ლერი მათურელი ადგილზე გარდაიცვალა.

ბრალდებულის სახით დაკავებულია 1974 წელს დაბადებული მძღოლი - ზ.ბ, რომელიც ავტომობილს ალკოჰოლური თრობის ქვეშ მართავდა. დანაშაული 6-იდან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის მე- 6 ნაწილით დაიწყო.

"პრაიმტაიმი"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×