რეზონანსი
01.03.2019

 (რეზონანსი) სამეგრელო-აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან ე.წ. რუსმა მესაზღვრეებმა გალის რაიონის სოფელ ჭუბურხინჯის მკვიდრი, 16 წლის ადამ ჭედია დააკავეს.

ინფორმაცია „პრაიმტაიმს"აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამეგრელო-ზემო სვანეთის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, რეზო ქობალიამ დაუდასტურა.

„ჩვენი ინფორმაციით, დაკავება მოხდა წუხელ, როცა ახალგაზრა ცდილობდა ზუგდიდში გადმოსვლას. იგი ენგურის ხიდიდან არ გადმოატარეს და სოფლის გადმოსასვლელთან, მავთულხლართებთან დააკავეს. გადავეცით ინფორმაცია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას და ამოქმედებულია ცხელი ხაზი", - აცხადებს ქობალია.

მისივე ინფორმაციით, ახალგაზრდის დაკავება სოფელ შამგონასა და გალის რაიონს შორის მდებარე ე.წ. საზღვართან მოხდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×