რეზონანსი
01.03.2019

 ზუგდიდი-ჯვარის ავტომაგისტრალზე მომხდარ ავარიას მსხვერპლი მოჰყვა. გარდაცვლილია ლადო ბედუკაძის ცემაში მონაწილე თენგიზ ნაზღაიძე და მიდი დედა, შორენა ქალდანი. ორი ადამიანი კი მძიმე მდგომარეობით ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. დედა-შვილი სვანეთში დაკრძალვაზე იმყოფებოდნენ.

როგორც “ნიუპოსტს” თვითმხილველებმა განუცხადეს, ერთმანეთს სატვირთო ავტომობილი და “ემელის” ჯიპი შეეჯახა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×